Friday, July 9, 2010

სარგებლის დარიცხვის წესების განხილვა


მთავარი იდეა
სარგებლის დარიცხვის წესების განხილვა

მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე გაერკვევა ბანკში ანაბარზე პროცენტის დარიცხვის ზოგიერთ წესში.კერძოდ მარტივი პროცენტის და რთული პროცენტის დარიცხვის წესებს

მიზნები და შედეგები
მათ. X.5. მოსწავლე წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემებს
მსჯელობს ინფორმაციის თეორიისა და რიცხვთა თეორიის პრაქტიკულ მხარეზე, მათ
როლზე/გავლენაზე ძველ/თანამედროვე საზოგადოებაში
მათ. X.8. მოსწავლე იყენებს დისკრეტული მათემატიკის ელემენტებს პრობლემის
მოდელირებისა და ანალიზისთვის.
• მიმდევრობის გამოსახვისას იყენებს რეკურენტულ წესს (მათ შორის რეალური პროცესების
დისკრეტული მოდელებით აღწერისას. მაგ., მოსახლეობის რაოდენობის ყოველწლიური
მუდმივი პროცენტული ზრდა); განავრცობს რეკურენტული წესით მოცემულ
მიმდევრობას.

შეფასების საგანი და პროცედურები
ისტ–ის გამოყენება,ჯგუფში თანამშრომლობა,მსჯელობა,პრეზენტაცია

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ
• რეკურსიის წესით მოცემული მიმდევრობები
• პროგრესიის რაიმე წევრის მის წინა წევრზე დამოკიდებულება

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
• მოსწავლის სახელმძღვანელო
• კომპიუტერი,ინტერნეტი,პროექტორი


სასწავლო პროექტის მსვლელობა
თავდაპირველად მოსწავლეებთან ერთად ვარჩევთ თემას და ამ თემასთან დაკავშირებით ვაყალიბებთ შეკითხვებს.(ერთი გაკვეთილი)
შემდეგ კლასს ვყოფ ჯგუფებად და ვთხოვ შეადგინონ მოხსენება ,რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებისა და სათანადო ვარაუდების გამოთქმას გულისხმობს.(ერთი გაკვეთილი)
ჯგუფები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს ,განიხილავენ განსხვავებულ მიდგომებს ამ საკითხისადმი(ერთი დღე)
ხორციელდება კონკრეტული სამუშაოს შესრულება, ანუ პრაქტიკული მაგალითების განხილვა (ერთი გაკვეთილი)
მოსწავლეები წარმოადგენენ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას და მოხდება მათი შეფასება(ერთი გაკვეთილი).

No comments:

Post a Comment